Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Psychonaut 4 - Moldy | Текст песни

Pesni.guru - сайт для Гуру

ფიქრები სიტყვებად გადმოსვლას ლამობს.
ხარობს, რომ არსებობს,ბორგავს, თან გალობს.
გალოთებული ვუყურებ გლობუსს.
გლობალიზაციის კონცეფცია თოვს.
აქოთებული, როგორც ქარიზმა,
აზრს ვერ ვპოულობ ბედი არ მწყალობს.
უფრო ღრმად მინდა შევიდე ტყეში,
მაგრამ ვაი რომ დრო ვეღარ ჩქარობს.
ჩქარობს, რომ ჩავქრე და სხვაგან გავჩნდე...
ან იქნებ უბრალოდ მე ასე მაწყობს.
მწყობრში სიტყვები დგანან უცხო ხევში,
ხვნეშით წყევლიან მონები აწმყოს.
ჩემი ფიქრები...
ჩემი გონება...
რაც დრო გადის,უფრო ობდება!!!
ჩემი სიტყვები...
ჩემი ოცნება...
რაც დრო გადის...
უფრო ობდება და მკლავს!
ბევრი ვიარე, ვერ მივაკვლიე,
ტვინის ჭაობში მე სიბრძნის საწყობს.
რადროს სიბრძნეა, გიჟივით ვეძებ
ლუკმაპურს ჩემი შვილისთვის სამყოფს.
მეცხრე კი მოდის, ისევ მთავაზობს
აკრძალული ხის უტკბილეს ნაყოფს.
ჩემი აზრები ვერ ბერდებიან
და მალე ისიც თავს ყულფში გაყოფს.
სიტყვები ისევ დგანან მონებად.
ერთერთი რიგის გარღვევას ლამობს.
სრულყოფილების ზღვარზე ვარ თითქოს...
ის მიმანიშნებს,ბორგავს და წვალობს.
კვდებიან სიტყვები,იტანჯებიან,ქრებიან,
იბადებიან,ჩნდებიან.
სიტყვები კვდებიან,იბადებიან,
ქრებიან,იტანჯებიან,ჩნდებიან,
სიტყვები კვდებიან!


Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 2
Видео
  • Psychonaut 4-Moldy Psychonaut 4-Moldy
    Band:Psychonaut 4 Album:Dipsomania Year:2015 Country:Georgia Contact:http:/ /psychonaut4 ...
  • PSYCHONAUT 4 - Moldy [Black Metal Ritual - 01 ... PSYCHONAUT 4 - Moldy [Black Metal Ritual - 01 ...
    Бармен пиво в долг+Moldy PSYCHONAUT 4 (Depressive Suicidal Black Metal, Georgia)
  • Psychonaut 4 - Intro Psychonaut 4 - Intro
    Depressive Black Metal from Georgia. This song is from the Album: Have a Nice Trip. Visit their ...